უკან
1/4/2026

"ფილტვებიდან" სითხის ამოღება - თორაკოცენტეზი, იგივე პლევრის ღრუდან სითხის ამოღება

​რა არის თორაკოცენტეზი?

​თორაკოცენტეზი არის მცირე ინვაზიური სამედიცინო მანიპულაცია, რომლის დროსაც სპეციალური ნემსით ხდება პლევრის ღრუდან ჭარბი სითხის ამოღება. ხალხში მას უბრალოდ „ფილტვიდან სითხის ამოღებას“ უწოდებენ, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: სითხე გროვდება არა თავად ფილტვის ქსოვილში, არამედ ფილტვსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში — პლევრის ღრუში.

 

​რატომ გროვდება სითხე პლევრაში?

​ჯანმრთელ ადამიანს პლევრის ღრუში მცირე რაოდენობით სითხე ისედაც აქვს, რაც აუცილებელია სუნთქვისას ხახუნის შესამცირებლად. თუმცა, სხვადასხვა დაავადების დროს ეს ბალანსი ირღვევა.

ძირითადი მიზეზებია:

§  ​გულის უკმარისობა;

§  ​ინფექციური პროცესები, მაგალითად, პნევმონია ან ტუბერკულოზი;

§  ​ონკოლოგიური დაავადებები;

§  ​ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიები.

 

​რა სიმპტომებით ხასიათდება სითხის დაგროვება?

​როდესაც სითხის რაოდენობა იმატებს, ის აწვება ფილტვს და ხელს უშლის მის გაშლას, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:

§  ​ქოშინი და ჰაერის უკმარისობა (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას ან წოლისას);

§  ​მშრალი ხველა;

§  ​სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში.

 

​როდის ხდება საჭირო სითხის ამოღება?

​ექიმი თორაკოცენტეზს ნიშნავს ორ შემთხვევაში:

§  ​დიაგნოსტიკისთვის: როდესაც უნდა დადგინდეს, რატომ დაგროვდა სითხე (ხდება სითხის ლაბორატორიული კვლევა).

§  ​სამკურნალოდ (ევაკუაციისთვის): როდესაც სითხე დიდია და პაციენტს სუნთქვა უჭირს. მისი ამოღება მყისიერ შვებას ჰგვრის ადამიანს.

 

როგორ ტარდება პროცედურა და რას გრძნობს პაციენტი?

​პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ფხიზლადაა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობს. მისი ხანგრძლივობა დახლოებით 15-30 წუთია.

ექოსკოპიის კონტროლით ხდება სითხის ლოკალიზაციის და ოპტიმალური პუნქციის ადგილის განსაზღვრა — ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

​ექიმი ახდენს საპუნქციო არეს დეზინფექციას და გაუტკივარებას.

​ნაზად შეჰყავთ ნემსი და ხდება სითხის ასპირაცია (ამოღება).

გარდა მცირე ჩხვლეტისა , პაციენტი გრძნობს მხოლოდ მსუბუქ ზეწოლას. შესაძლოა პროცედურის დროს პაციენტს აღენიშნოს მოკლე ხასიათის ხველა.
სითხის ამოღების პარალელურად, სუნთქვა მაშინვე უფრო თავისუფალი და მსუბუქი ხდება, სატურაციის მაჩვენებელი უბრუბრუნდება ნორმის ფარგლებს.

 

ექოსკოპიური კონტროლის უპირატესობები:

რეალურ დროში ვიზუალური კონტროლი ექიმს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად ზუსტად და ნაკლებ ტრავმულად ჩაატაროს პროცედურა.

ამიტომ, თორაკოცენტეზის პროცედურა ექოსკოპიური კონტროლით წარმოადგენს თანამედროვე, უსაფრთხო და რეკომენდებულ მიდგომას, რომელიც იცავს პაციენტის ჯანმრთელობას და გამორიცხავს რაიმე ორგანოს დაზიანებას.

 

პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა ბინაზე გამოძახებით

პლევრის ღრუდან სითხის ამოღება — ანუ თორაკოცენტეზი — არის ეფექტური, უსაფრთხო და ხშირად აუცილებელი პროცედურა.

დღეს უკვე შესაძლებელია თორაკოცენტეზის პროცედურის ჩატარება ექოსკოპიური კონტროლით პაციენტის სახლის პირობებშიც, რაც უდიდესი კომფორტია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს.

ბინაზე მომსახურება ზოგავს დროს, აარიდებს პაციენტს კლინიკაში ტრანსპორტირების სტრესს და უზრუნველყოფს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას მშვიდ გარემოში.


სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:  +032 2 111 500

ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში!





გაზიარება

უახლესი

3/19/2026

სახსრების მკურნალობა - პლაზმოთერაპია (PRP)

...

მეტის წაკითხვა
4/1/2026

სიმპტომები თირკმელების დაავადებების დროს

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025